Monday, January 28, 2013

რა არის ფობია?






(ბერძნ. φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.

საიდან გამომდინარეობს არა ფსიქოლოგიური ფობია



სამედიცინო ფობიებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, ძლიერ შიშთან ასოცირდება, კლასობრივი დისკრიმინაცია ხშირად სოციალური ურთიერთობებიდან მომდინარეობს.
მაგალითად:
  • ეფებოფობია — ახალგაზრდების ან მოზარდების შიში
  • ჰომოფობია — ჰომოსექსუალების მიმართ შიში და ზიზღი. ხშირად ამ ტერმინს ჰომოსექსუალიზმის ზნეობრივი თვალსაზრისით გაკიცხვის მიზნით იყენებენ.
  • ისლამოფობია — მუსლიმების ზიზღი.
  • ქსენოფობია — უცხოელების ან რაიმე უცხოს მიმართ შიში. ამ ტერმინს ხშირად მიმართავენ ნაციონალისტური პოლიტიკური მრწამსის ან მოძრაობის აღსანიშნავად.

მიზეზები



საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. თავის ცნობილ ექსპერიმენტში მარტინ ზელიგმანმა ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.

გავრცელება



ფობიის მკურნალობა


ზოგიერთი თერაპევტი ვირტუალური რეალობის ან გამოსახულებითი ვარჯიშების მეთოდს მიმართავს, რომ შიშის ობიექტის მიმართ პაციენტს შიში გაუნელდეს. ესენი შიშისგან გათავისუფლების სისტემური თერაპიის სემადგენელი ნაწილებია.
გაცნობიერებული ქცევის თერაპია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ის საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ გააცნობიეროს ნეგატიური აზრების ციკლი და ამ აზრების გარდაქმნის გზები დასახოს. ამ მეთოდს ჯგუფური მკურნალობისთვისაც მიმართავენ. შიშისგან თანდათანობითი გათავისუფლებისა და გქთ-ს მეთოდები ხშირად წარმატებულია და გულისხმობს, რომ პაციენტმა √ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დისკომფორტი დაძლიოს.
შიშის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. შეიძლება ხანმოკლე პერიოდით პაციენტს ბენზოდიაზეპინი გამოუწერონ.
ამგვარი მკურნალობის საშუალებები სხვა მეთოდებს როდი გამორიცხავს. ხშირად თერაპევტი ერთდროულად რამდენიმე საშუალებას მიმართავს.

გეფიროფობია ხიდების შიში

                                                გეფიროფობია ანუ ხიდების შიში

ანტოფობია ყვავილების შიში

                                              ანტოფობია ყვავილების შიში

აქუაფობია წყლის შიში

                                                            აქუაფობია წყლის შიში

აპიფობია ფუტკრების შიში

                                                     აპიფობია ფუტკრების შიში

დენტოფობია კბილის ექიმის შიში





                                                 დენტოფობია კბილის ექიმის შიში

გელოფობია სიცილის შიში

                                                     გელოფობია სიცილის შიში

გლობოფობია ბუშტების შიში

                                                     გლობოფობია ბუშტების შიში

ამქსოფობია ავტომანქანის მართვის შიში

                                             ამქსოფობია ავტომანქანის მართვის შიში